საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი (2011 წლიდან), სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრ-აკადემიკოსი, სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილე, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რეცენზენტი, ერასმუს + პროგრამის მონაწილე, ფაკულტეტის ეთიკის კომისიის წევრი, ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიის წევრი, 90-მდე ნაშრომის, 19 სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი, სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების რეცენზენტი, სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელი და რეცენზენტი, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი, სტუდენტთა საკონფერენციო ნაშრომების ხელმძღვანელი, სხვადასხვა კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს, სარედაქციო საბჭოსა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საერთაშორისო/ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების და საგრანტო კვლევითი პროექტის მონაწილე, სილაბუსების ავტორი, ტრენინგების, ვორკშოპების, კონგრესების, დებატების და სხვა აქტივობების მონაწილე.

ვარ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი. 

2020-2024 წწ. ვიყავი სტუ-ის სენატის წევრი.


სამეცნიერო ინტერესები
  • ფულის გათეთრების პრობლემები
  • ფინანსური სისტემის თანამედროვე გამოწვევები
  • მდგრადი განვითარების დაფინანსება
  • საბანკო ინოვაციები
  • საჯარო ფინანსების მართვა
  • ფინანსური რისკების მართვა
  • მწვანე ფინანსები და მწვანე ბანკინგი
  • ფინანსური სისტემის გაციფრულება ეკონომიკური განვითარებისთვის