
ხათუნა ჩაფიჩაძე არის სოციალური მეცნიერებების დოქტორი, პოლიტიკური მეცნიერი, 2013 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ასევე ევროპისმცოდნეობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. 2017 წლიდან გახლავთ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (San Diego State University) პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის (Department of Political Science) ადიუნქტი-ფაკულტეტის წევრი (Adjunct Faculty Member) (აშშ, კალიფორნია, სან-დიეგო). ამასთან, 2018 წლიდან არის ევროპული და ამერიკული სადაზვერვო კვლევების ჟურნალის (Journal of European and American Intelligence Studies) სარედაქციო კოლეგიის წევრი (საბერძნეთი, ათენი). 2017 წლიდან გახლავთ კვლევისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრალური ევროპის ინსტიტუტ CIRSA-ს (Central-European Institute of Research and Strategic Analysis CIRSA) ექსპერტი (პოლონეთი, ოსტროვიეც შვიეტოკშისკი) და 2012 წლიდან - სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის მკვლევარ-კოორდინატორი. 2015 წლიდან არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტ "აგჰ"-ს (AGH University of Science and Technology) ჰუმანიტარული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი (Visiting Professor) (პოლონეთი, კრაკოვი); ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის "ვშბ" (VSB -Technical University of Ostrava) ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური შტატი (Academic Staff) INFINITY-ის ფარგლებში (ჩეხეთის რესპუბლიკა, ოსტრავა) (2015 წ.). ხათუნა ჩაფიჩაძე 4 (მათ შორის - საერთაშორისო) მონოგრაფიის, 70-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის, 80-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე გაკეთებული საკონფერენციო მოხსენებისა და პრეზენტაციის, 100-ზე მეტი სილაბუსის (დაწერილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე) და რამდენიმე ქართული და ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს ავტორია.
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- ევროპისმცოდნეობა/ევროპეისტიკა
- ამერიკისმცოდნეობა/ამერიკანისტიკა
- ეკონომიკა
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ისტორია
- პოლიტიკური ეკონომია
- გეოპოლიტიკა
- უსაფრთხოების კვლევები
- კეთილსინდისიერების განათლება/integrity education
- ადამიანის უფლებათა განათლება/human rights education
- საქართველოსმცოდნეობა
- ნეოლიბერალიზმი
- გლობალიზაცია
- ამერიკული პოლიტიკა გლობალურ პერსპექტივაში
- ევროპული ინტეგრაცია
- რეგიონული ინტეგრაცია
- საქართველოს უახლესი ისტორია