დავიბადე ქ. თბილისში 1954 წლის 23 ოქტომბერს. 1971 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის 24-ე საშუალო აკოლა. 1979 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. დიპლომი წარჩინებით Г-I № 171323 (ოქმი№ 19. 1979. 16. 07.). 1982 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წლამდე ვმუშაობდი საქრთველოს განათლების სამინისტროს ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელ რესპუბლიკურ სამეცნიერო-მეთოდურ ცენტრში. 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი დისერტაცია: “მესამე შრომითი სემესტრი–სტუდენტი ახალგაზრდობის შრომითი აღზრდის სკოლა” და მომენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. დიპლომი ИТ №012024 (ოქმი№ 29. 1987. 13. 05.). 1986 წლიდან 2002 წლამდე ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრაზე. 1996-1998 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დოქტორანტურა. სადოქტორო დისერტაციის თემა: “პოლიტიკური ხელისუფლება და ეროვნული ცხოვრების წესი“. 2002 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში.
- ეროვნული უსაფრთხოების სისტემები და მართვა, სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელების შედარებითი ანალიზი, გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველო, სულიერი და ინფორმაციული უსაფთხოების პრობლემები