2013 წელს ჩავირიცხე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუბებისმეტყველო ფაკულტეტზე დოქტორანტურაში, მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის მიმართულებით. 2016 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე - სეტყვიანობის კლიმატოლოგია აღმოსავლეთ საქართველოში, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მომენიჭა გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2015 წლიდან დღემდე ვმუშაობ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე. ჩემს ფუნქციებში შედის განყოფილებაში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის მიღება, კლიმატური კომპონენტების დამუშავება, მათი სტასისტიკური ანალიზი. ექსპედიციებსა და საველე სამუშაოებში მონაწილეობის მიღება. სემინარებზე ანგარიშის წარდგენა მოხსენების სახით. როგორც მკვლევარი, ასევე მონაწილეობას ვღებულობ განყოფილებაში წლების წინ დაწყებული პროექტის სამუშაოებში, რომელიც ეხება საქართველოს ცალკეული ადმინისტრაციული რეგიონების კლიმატის, კლიმატური და აგროკლიმატური რესურსების კვლევას. პროექტის ფარგლებში პერიოდულად ქვეყნდება შრომები მონოგრაფიის სახით საქართველოს ცალკეული რეგიონებისთვის, სადაც განხილულია კლიმატის ფორმირების ძირითადი ფაქტორები, კლიმატის ელემენტების ტერიტორიული განაწილების კანონზომიერებანი, კლიმატური და აგროკლიმატური რესურსები, კომპლექსური კლიმატური მახასიათებლები და ამინდის საშიში მოვლენები.
ვარ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული დოქტორანტისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. მაქვს გამოქვეყნებული სტატიები და ამჟამადაც აქტიურად ვმუშაობ პუბლიკაციებზე რომლებშიც განხილულია კლიმატოლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური საკითხები. აგრეთვე ვმონაწილეობ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც განიხილება კლიმაროლოგიის, მეტეოროლოგიის, აგრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის მნიშვნელოვანი თემები.
- კლიმატოლოგია და კლიმატის ცვლილება; მეტეოროლოგია; აგრომეტეოროლოგია; ეკოლოგია; გარემოს დაბინძურება.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები