საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში მუშაობა დავიწყე 1984 წლის 20 მარტს, როცა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტად მოიხსენიებოდა. 2005 წლიდან კლიმატის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ვარ. 2009 წლის მარტში დავიცავი დისერტაცია თემაზე "თრიალეთის მთიანი მასივის კლიმატურ-რეკრეაციული რესურსები და ტურისტული პოტენციალის შეფასება", სპეციალობით "მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია". დღეისათვის ვმონაწილეობ განყოფილების სამეცნიერო მუშაობაში.
პედაგოგიურ მუშაობას წლების განმავლობაში ვეწეოდი სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე ვკითხულობდი ლექციების კურსს შემდეგ დისციპლინებში: რეკრეალოგია და კურორტოლოგია, ეკოლოგიური ტურიზმი, ტურიზმის ბიზნესის საფუძვლები, ტუროპერეიტინგი, ექსკურსიათმცოდნეობა.
ვარ საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი და საქართველოს გეოგრაფიის მასწავლებლების ასოციაციის გამგეობის წევრი.
ვასწავლი გეოგრაფიას თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში.
- კლიმატის ცვლილება
- გარემოს დაცვა
- კლიმატის ცვლილების გავლენა ეკონომიკის დარგებზე
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები