ჩემი მიმდინარე კვლევები ეძღვნება თანამედროვე ეტაპზე აგრომეტეოროლოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის პერსპექტივებში აქტუალურ სასოფლო-სამეურნეო წარმოების აგრომეტეოროლოგიურ მომსახურებასა და მისი განხორციელების სისტემების აგრომეტეოროლოგიურ უზრუნველყოფას: კერძოდ, აგროკლიმატური რესურსების სრულყოფილ შეფასებას, აგროკულტურების ზარდა-განვითარებისა და მოსავლის ფორმირების საფუძველზე, მათ დარაიონებას აგროკლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით; აგროკულტურების ძირითადი ფაზებისა და მოსავლის აგრომეტეოროლოგიური პროგნოზების მეთოდების შემუშავებას თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე; გლობალური დათბობის პირობებში, შემუშავებული სცენარების საფუძველზე, აგროკულტურების მოწყვლადობის შეფასებასა და მათი გავრცელების აგროეკოლოგიური ზონების ტრანსფორმაციას ვერტიკალური ზონალობით; ასევე, თანამედროვე აგრობიოტექნოლოგიების გამოყენებით, ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღებისათვის მაღალმთიანი ზონის აგროკლიმატური პირობების შეფასებას. კვლევების მიზანია: მიღებული შედეგების საფუძველზე, აგროკულტურების ზრდა-განვითარების და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღების პირობების დასაბუთება და მათი გარემოსადმი მოთხოვნილებათა ინდექსების დადგენა, რაც უზრუნველყოფს აგროკლიმატური რესურსების ეფექტურად გამოყენებას, აგროკულტურების რაციონალურად განლაგებასა და მათი პროდუქტიულობის ამაღლების შესაძლებლობას.
კვლევის ინტერესები: აგრომეტეოროლოგია, აგროკლიმატოლოგია, აგროეკოლოგია, კლიმატის ცვლილება
- აგრომეტეოროლოგიური პროგნოზები
- კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა
- აგროკლიმატური რესურსები
- მცენარეთა ეკოლოგია
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები