მთავარი მეცნიერ თნამშრომელი

ჩემი მიმდინარე კვლევები ძირითადად ეძღვნება აგროკლიმატური რესურსების სრულყოფილ შეფასებას, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრინციპების განხორციელებით (მათ შორის მაღალმთიანი ზონის აგროკლიმატური რესურსების შესწავლას), აგროკულტურების გაადგილების ხელსაყრელ აგროკლიმატურ ზონირებას, არსებული აგრომეტეოროლოგიური პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესებასა და გლობალური დათბობის ფონზე კლიმატის ცვლილების ტენდენციების გათვალისწინებით, აგროკულტურების გავრცელების აგროეკოლოგიური ზონების ტრანსფორმაციის გამოვლენას; ასევე, ორგანული (ეკოლოგიური) მიწათმოქმედების განვითარების მიმართულებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებისათვის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს. აღნიშნული კვლევების მიზანია სამეცნიერო საქმიანობის ინტეგრაცია სასწავლო პროცესთან, გარკვეული კოორდინაცია შესაბამისი მიმართულების წარმოებასთან, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში არსებული აგროეკოლოგიური პრობლემების შესწავლას და მისი ეფექტურად დაძლევის გზების შემუშავებას.

სასწავლო კურსები, რომელსაც ვუძღვები: ამინდი და კლიმატი აგრონომიაში, აგრომეტეოროლოგია, აგროკლიმატოლოგია, ფოტოკლიმატოლოგია, სატყეო მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია, აგროეკოლოგია, მცენარეთა ეკოლოგია, გლობალური ცვლილებები, აგროკლიმატური რესურსები, მთის აგროეკოლოგიის საფუძვლები, მთის კლიმატი და აგრომეტეოროლოგიის საფუძვლები, მთაში კლიმატური ცვლილებები და მითიგაცია.

კვლევის ინტერესები: აგრომეტეოროლოგია, აგროკლიმატოლოგია, აგროეკოლოგია, კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობაში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა.


სამეცნიერო ინტერესები
  • აგროკლიმატური რესურსები
  • კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა
  • ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა
  • კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
  • საქართველოს მაღალმთის აგროკლიმატური რესურსები