მე, ნანა ზაალის ასული ნებიერიძე-ჭელიძისა, ვმუშაობ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში 1994 წლიდან დღემდე. აღნიშნულ პერიოდში გავიარე სხვადასხვა საფეხური: ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1997-1999 წლებში ვსწავლობდი აღნიშნული ინსტიტუტის ასპირანტურაში. 2006 წელს დავიცავი დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და მომენიჭა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. დისერტაციის თემა იყო: სინოტივის ემპირიულ-სტატისტიკური მოდელი საქართველოს ტერიტორიისათვის. 2014 წლიდან დღემდე ვარ ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომელი.
2000 წლიდან აქტიურად ვმონაწილეობ ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკის შესრულებაში. გამოქვეყნებული მაქვს 45-მდე სამეცნიერო შრომა, აქედან ვარ რამდენიმე სტატიის ავტორი და 30-მდე სტატიების თანაავტორი. ვმონაწილეობ ინსტიტუტის კონფერენციებში. ვარ პროექტის „საქართველოს ჰავა“ ძირითადი შემსრულებელი. კვლევის შედეგები გარდა სამეცნიერო ანგარიშებისა გამოქვეყნებულია ინსტიტუტის შრომების კრებულში, აგრეთვე მონოგრაფიაში ცალკე ტომების სახით სხვადასხვა რეგიონებისათვის (საქართველოს ჰავა 4 რეგიონისათის გამოცემულია, 2 მზად არის გამოსაქვეყნებლად). მონოგრაფიაში „საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი“, გამოქვეყნებული მაქვს 3 რუქა ორ თანაავტორთან ერთად.
ვიყავი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წვერი.
ამჟამად ვმუშაობ ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკის შესრულებაზე და ასევე ვასრულებთ პროექტს „საქართველოს ჰავა“, ორ რეგიონს.
მყავს 2 შვილი
- კლიმატური რესურსები, რელიეფის გავლენა კლიმატზე. კლიმატის ცვლილება და მოდელირება, ამინდის სტიქიური მოვლენები.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები