მე დემურ გიორგის ძე ტალახაძე დავიბადე 1940 წლის 29 დეკემბერს. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1958 წელს, ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკური ინსიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამთო–გეოლოგიურ ფაკულტეტზე, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების სპეციალობით.

1963 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვებული ვიქენი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრაზე, სადაც ვმუშაობ დღემდე: ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობებზე, ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი.

1973 წელს მოსკოვის მყარი საწვავი წიაღისეულის გამდიდრების ინსტიტუტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია.

1990-2007 წლებში ვიყავი სასარგებლო წიაღისეულის კათედრის გამგე.

2008 წელს ამირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად (შემდგომში სენატი).

პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ვეწევი სამეცნიერო მუშაობას. ჩემი სამეცნიერო მუშაობის მიმართულებაა მყარი წიაღისეულის გადამუშავების ტექნოლოგიები. მონაწილეობას ვღებულობ გრანტებში. ვარ 144 სამეცნიერო ნაშრომისა და 31 გამოგონების ავტორი.

სამეცნიერო ინტერესები
  • ფერადი და შავი ლითონების და ნახშირების გადამუშავების ტექნოლოგია