ალექსანდრე სურმავა
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების რიცხვითი მოდელირება
ჩემი სამეცნიერო ჯგუფის მეცნიერული კვლევის სფეროს წარმოადგენს ატმოსფეროს, ნიადაგის, ზედაპირული და შავი ზღვის წყლების ჰიდროთერმოდინამიკური და ეკოლოგიური პროცესების შესწავლა ნატურული დაკვირვების მასალების ანალიზისა და რიცხვითი მოდელირებით.
დამუშავებული მაქვს:
-ატმოსფერული ფრონტალური ტალღების, საშუალო მასშტაბის ატმოსფერული და ეკოლოგიური პროცების განვითარების პრობლემები რთული რელიეფის მქონე რეგიონებისათვის.
- კავკასიის ტერიტორიაზე β-მეზომასშატაბის ატმოსფერული პროცესების და დამაბინძურებელი ნივთიერებების გავრცელების რიცხვითი მოდელები. რიცხვითი მოდელირებით შესწავლილია კავკასიის ტერიტორიაზე შესაძლო ავარიული ამოფრქვევის შემთხვევაში რადიოაქტიური (131I) და არარადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების მიმდინარეობა სხვადასხვა მეტეოროლოგიურ სიტუაციებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქალაქების ატმოსფეროში მტვრის გავრცელების პროცესები.
- დამლაშებულ ნიადაგებში მელიორაციით და შეტანილი სორბენტით გამოწვეული მარილიანობის ცვლილების ერთგანზომილებიანი რიცხვითი მოდელი.
- ნიადაგში ნავთობის გავრცელების სამგანზომილებიანი რიცხვითი მოდელი და ნავთობის ინფილტრაციის პროცესი.
- მდ. მტკვარში NH4+–ის და მდ. ლუხუნსა და ცხენისწყალში დარიშხანის გავრცელების პროცესები რიცხვითი მოდელების გამოყენებით.
- ქ. თბილისის ატმოსფეროს დაბინძურების სტატისტიკური პროგნოზის სისტემა. ის 1985-1992 წწ. გამოიყენებოდა ოპერატიული პროგნოზის სამსახურში.
კვლევის ინტერესები:
ჰიდრომეტეოროლოგია, გეოფიზიკა, რიცხითი მოდელირება
- ატმოსფეროსა და ზღვაში მიმდინარე მეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით, ატმოსფეროს დაბინძურების გამოკვლევა ნატურული დაკვირვების მონაცემების სტატისტიკური ანალიზითა და მათემატიკური რიცხვითი მოდელირებით
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები