მე, ლალი უშანგის ასული შავლიაშვილი ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილების მთავარ მეცნიერ თანამშრომელი.
მაქვს 100-მდე პუბლიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემებში, მათ შორის 2 მონოგრაფია.
ვარ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 4 გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
2017 წ-ს ვმონაწილეობდი UNDP გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“, როგორც ნიადაგის ექსპერტი.
ვმონაწილეობ მრავალ ადგილობრივ და საზღვარგარეთის საერთაშორისო ფორუმში: საქართველოში, ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, ესპანეთში, რუსეთში და სხვა.
ვარ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის უფროსის ელინა ბაქრაძის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების 2016-2017 წწ გრანტის „კახეთის რეგიონის ხელოვნური წყალსაცავების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების შესწავლა“ შესწავლა“ და 2018-2020 წწ ,,ქვემო ქართლის მადნეულის საწარმოს მიერ ეკოსისტემების მძიმე ლითონებით დაბინძურების გავლენა სასურსათო პროდუქტების უვნებლობაზე’’ კონსულტანტი.
- გარემოს დაცვა
- ნიადაგის დაბინძურება
- ეკოლოგია
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები