მე, გულჩინა პოლიკარპეს ასული კუჭავა 1974 წ-დან ვმუშაობ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში, შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. ვიყავი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე და დღესდღეობით მეცნიერ თანამშრომელი.

2005 წლიდან დღემდე - ვმუშაობ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში.

2005-2017 წწ ვმონაწილეობდი ისეთ საერთაშორისო პროექტებში როგორიცაა: NATO სამეცნიერო პროგრამა – სამხრეთ კავკასიის მდინარეთა მონიტორინგის პროექტი; “DEMMS” საქართველო-ფინეთისპროექტი – გარემოს მონიტორინგისა და მართ­ვის სისტემების განვითარება საქართველოში; TACIS – ევროკავშირის პროექტი: ტრანს-სასაზღვრო მდინარეთა მართვა მდ.მტკ­ვ­რის აუზისათვის – სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; ”მხარდაჭერა წყლის ხარისხის მონიტორინგის ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და საინფორმაციო სისტემის, როგორც საქართველოში წყლის პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტი, სრულყოფისათვის – სლოვაკეთის  რესპუბლიკა; საქართველოს წყლები – “წყლის მონიტორინგის და მენეჯმენტის სიტემე­ბის დანე­რგვა საქართველოში” - საქართველო-ფინეთის პროექტი; "საქართველოში რისკის ქვეშ მყოფი წყლის ობიექტების წყლის დაცვის გაძლიერება ჩამდინარე წყლების ხარისხის მაკონტროლებელი სისტემისა და მონიტორინგის მეშვეობით“. SlovakAid - სლოვაკეთის რესპუბლიკა, ეროვნული ექსპერტი; „გარემოს ეროვნული სააგენტოში გამოყენებული ანალი­ტი­კური მეთოდების ჰარმონიზაცია წყლის ჩარჩო დირექ­ტივის მოთხოვნებთან“ პროექტი 2013/39/EU- სლოვაკეთის რესპუბლიკა, ეროვნული ექსპერტი;

ვარ 2024 წელს შოთა რუსთაველის ერ­ო­ვნული სამეცნი­ე­რო ფონდის FR-23 – 6375 ფუნდამენტური კვლევების გამარჯვებული გრანტის "ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით" - სამეცნიერო ხელმძღვანელი.

სამეცნიერო ინტერესები
  • ზედაპირული წყლების, ნიადაგისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევა
  • ISO 17025:2017 სტანდარტის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები
  • ეკოლოგია და მინიტორინგი
  • არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელები