უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
ნაზიბროლა ბეგლარაშვილი

ნაზიბროლა ბეგლარაშვილი 2008 წლიდან გეოგრაფიის აკადემიური დოქტორია მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სპეციალობით. დღეისათვის იგი მუშაობს უფროს მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის, ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილებაში. პარალელურად, 2013 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის კურსს წამყვან უმაღლეს სასწავლებლბში. 2017 წლიდან იგი არის საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. ნაზიბროლა ბეგლარაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო პროექტში და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში წამყვან პოზიციებზე, რომელიც ეხება მეტეოროლოგიური მოვლენების და კლიმატის ცვლილების საკითხებს. ამ მიმართულებით გამოცემული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ერთი მონოგრაფია. მონაწილეობა აქვს მიღებული ოცზე მეტ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ის დღესაც აქტიურედ მოღვაწეობს აღნიშნულ სფეროში.



სამეცნიერო ინტერესები
  • ატმოსფეროს ეკოლოგია
  • კლიმატოლოგია
  • საშიში მეტეოროლოგიური მოვლენები