უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

1955 წ. დავამთავრე თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე გეოფიზიკის სპეციალობით. 1961 წ. დავამთავრა ასპირანტურა, 1963 წ. დავიცვი საკანდიდატო დისერტაცია.  1985 წ. მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში დავიცავი ფიზ,-მათემატიკური მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 1988 წ. მოვიღე პროფესორის წოდება. 1989-2006 წწ. ვიყავი თსუ-ის გეოფიზიკის გამგე. 2007 წ-დან   ვარ საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი. 2018 წ-მდე მთავარი  მეცნიერ თანამშრომელი. 2018 წლის ივნისიდან დღემდე  უფროსი მეცნიერ თანამშრომელი . ვარ საქართველოს ეკოლოგიური მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსია 1996 წლიდან; 2007წლიდან დღემდე ვკითხულობ სპეციალურ საგნებს თსუ-ში  სემესტრული კონტრაქტით. ვარ ევროპის და ამერიკის გეოფიზიკური საზოგადეობის ნამდვილი წევრი, საქართველოს გეო­ფი­ზიკური საზოგადეობის პრეზიდიუმის წევრი,  ვიყავი ყოფილი საბჭოთა კავშირი საუწყებათაშორისო გეოფიზიკური კომიტეტის წევრი დინა­მი­კურ მეტეროლოგიაში, ვარ  უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი, თბილისის საპატიო მასწავლებელი. ვიყავი თბი­ლისის 53-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრო­ნომიის მასწავ­ლე­ბელი 55 წლის განმავლობაში, თსუ ფიზიკის ფაკულტეტთან არსე­ბული ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი (1996-2006), მას­წავ­ლე­ბელთა დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორი (1997-2006).


სამეცნიერო ინტერესები
  • ატმოსფერული პროცესების დინამიკა
  • ეკოლოგიური პრობლემები
  • კლიმატი და მისი თავისებურებანი
  • მიკროცირკულაციური პროცესები მთაგორიან ტერიტორიაზე
  • ამინდის რიცხვითი პროგნოზირების საკითხები
  • ატმოსფეროში ტალღური პროცესების თავისებურებანიის