მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (განყოფილების ხელმძღვანელი)

გამოქვეყნებული მაქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. პუბლიკაციებში ძირითადად განხილულია მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების მიახლოებით ამოხსნის ალბათური, კონფორმულ ასახვათა და ფუნდამენტურ ამოხსნებზე დაფუძნებული მეთოდები.

 

ვარ სტუ-ს ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მეთოდების განყოფილების გამგე და სამეცნიერო საბჭოს წევრი. ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე რამდენიმე საგრანტო პროექტში.

სამეცნიერო ინტერესები
  • მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების მიახლოებითი ამოხსნა: 1) ფუნდამენტურ ამოხსნათა მეთოდით; 2) კონფორმულ გადასხვათა მეთოდით; 3) ალბათური მეთოდით.
  • თეორიული სეისმოლოოგიის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები. დრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანების მიახლოებითი ამოხსნა ფუნდამენტურ ამოხსნათა მეთოდით