ასოცირებული პროფესორი

მე თემურ ფიფია დავიბადე 1984 წლის 28 დეკემბერს, ქ. დრანდრაში. ვცხოვრობდი და საშუალო განათლება მივიღე აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონ სოფ. საბერიოს N1 საშუალო სკოლაში 1991-2003 წლებში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტში, რომელიც 2007 წელს წარჩინებით დავამთავრე. სწავლის პერიოდში აქტიურად ვიღებდი სხვადასხვა ღია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში.

2006 წელს სწავლასთან პარალელურად ვმუშაობდი ენგურის ჰიდრო ელექტრო სადგურზე ავტომატიკისა და კავშირის სპეციალისტის თანაშემწედ, რომელიც ამავე წლის ბოლოს შევწყვიტე სწავლის სრულყოფილად გაგრძელების მიზნით.

2006 წელს სწავლის პარალელურად ვმუშოაბდი GTS ელექტრონიქსში: ინჟინერ ელექტრიკოსის ასისტენტად.

2007 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე საზღვარგარეთ, ნავთობ ტანკერზე ელექტრომექანიკის თანაშემწედ , სადაც ერთი წელი ვიმუშავე. 

2009-წელს ჩავირიცხე სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგიის გადაცემა განაწილების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, რომელიც 2011 წელის მივიღე.

2013 წელს ჩავირიცხე სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტებში ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. ჩემს მიერ დამუშავებულ იქნა საქართველოს ელექტრო სისტემაში არასიმეტრიული რეჟიმების გამოკვლევა და ანალიზის თემა, რომელიც წარმატებით 2017 წლის თებერვლის თვეში წარმატებით დავიცავი.

მაგისტრის ხარისხის მოპოვებიდან კერძოდ 2012 წლიდან დღემდე ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, დღეის მდგომარეობით მაქვს ასოცირებული პროფესორის წოდება.

ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ დავიწყე სამსახური სს ენერგო-პროში სადაც მოღვაწეობა დავიწყე საპროექტო განყოფილებაში, ხოლო რამოდენიმე წელის შემდეგ გადავედი საშუალო და დაბალი ძაბვის ქსელისა და აღჭურვილების ქვ/განყოფილების უფროსად. დღეისთვის კი პროექტების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობა მიკავია.