ჩემი კვლევის მიზანია კრიმანილისტიკის თანამედროვე მიდგომებისა თუ მეცნიერული მეთოდიკების შესწავლა და ანალიზი. იმავდროულად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებულ კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ცოდნის ადეკვატურად პრაქტიკული კომპონენტების შესწავლა; პროფესიული თუ სასწავლო პროექტების ორგანიზება და განხორციელება; სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან კომუნიკაცია, ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და ტრეინინგების ჩატარება. ამასთანავე, საგადასახადო და საფინანსო სამართლის აქტუალური საკითხების ემპირიული კვლევა.

კვლევის ინტერესები: კრიმინალისტური ტექნიკის სხვადასხვა დარგები (დაქტილოსკოპია, ტრასოლოგია, ბალისტიკა, ხელწერისა და დოკუმენტების კვლევა).

სამეცნიერო ინტერესები
  • კრიმინალისტიკა
  • საგადასახადო სამართალი
  • საფინანსო სამართალი