დაიბადა 1991 წლის 29 ოქტომბერს. 1997-2009 წლებში სწავლობა ქ. გორის №1 საჯარო სკოლაში, რომელიც დაამთავრა წარჩინებით მედალზე. 2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, დიპლომი დაიცვა თემაზე "მცირე ბიზნეს კომპანიების ორგანიზაციული სტრუქტურები". 2013-2015 წლებში სწავლობდა მაგისტრატურაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე, დიპლომი დაიცვა თემაზე "სართულთშორისი გადახურვის ტიპები, მათი გაანგარიშება და კონსტრუირება", რომელიც დაამთავრა წარჩინებით წითელ დიპლომზე. 2018 წელს დაასრულა სწავლა დოქტორანტურაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე, დიპლომი დაიცვა თემაზე "დიდმალიანი შენობების გადახურვის კონსტრუქციების ხანმედეგობის საკითხები".
2014 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 20 აგვისტომდე მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ანაგში" სამუშაოთა მწარმოებლის, ინჟინრის პოზიციაზე. 2016 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 31 აგვისტომდე კომპანია "m² უძრავი ქონება"-ში იკავებდა სამშენებლო მოედნის მენეჯერის თანამდებობას. 2018 წლის 1 სექტემბრიდან გადავიდა პროექტების მენეჯერად კომპანია "m² უძრავი ქონება"-ში. 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე მუშაობდა კომპანია "გრავიტაში" (თეგეტა მოტორსი) მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. 2019 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 17 ივლისამდე იკავებდა პროექტების მენეჯერის პოზიციას კომპანია "ბი ქეი ქონსთრაქშენში". 2023 წლის 17 ივლისად 2024 წლის 17 ივლისამდე მუშაობდა სამშენებლო კომპანია "მეტტა"-ში პროექტების პორტფოლიო მენეჯერის პოზიციაზე. 2024 წლის 2 სექტემბრიდან იკავებს პროექტების ხელმძღვანელის თანამდებობას დეველოპერულ კომპანია "პეტრა ჯგუფში". 2017 წლის 1 მარტიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის აგული სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად დაკავებული აქვს ასისტენტ პროფესოროს აკადემიური თანამდებობა.
- სართულთშორისი გადახურვის თანამედროვე ტიპები, მათი გაანგარიშება და კონსტრუირება
- შენობა-ნაგებობების გადახურვის კონსტრუქციების ხანმედეგობის საკითხები