მე,ზურაბ ლაზარაშვილი დავიბადე 1956 წლის 23 ივნისს ქ. ბორჯომში. 1972 წელს წარჩინებით დავამთავრე ქ.ბორჯომის #1 საშუალო სკოლა. 1977 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით კვების მრეწველობის მანქანები და აპარატები, ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაციით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით ვმუშაობდი საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში კონსტრუქტორად, საიდანაც 1980 წელს მიმავლინეს მიზნობრივ ასპირანტურაში ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1983 წელს დავამთავრე ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა კვების წარმოების პროცესებისა და აპარატების სპეციალობით. 1983-1988 წლებში ვმუშაობდი ამავე ინსტიტუტის მარცვლის წარმოების ტექნოლოგიური მოწყობილობების კათედრაზე მეცნიერ-მუშაკად. 1986 წელს მომენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1988 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავინიშნე ,,ბორჯომის წისქვილქარხნის’’ მთავარ ინჟინერად. ვმუშაობდი „ბორჯომის პურპროდუქტების საწარმოო გაერთიანების’’ მთავარ ინჟინრად, სს ,,ბორჯომის პურკომბინატის“ გენერალური დირექტორად. 1991-1993 წწ. ვიყავი ქალაქ ბორჯომისა და ბორჯომის რაიონის საკრებულოს წევრი. 2004-2010 წლებში ვმუშაობდი ,,საქართველოს ტელეკომის’’ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსად. 2013 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მენეჯერის სამსახურის უფროს სპეციალისტად. ვიყავი ამავე ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი. მონაწილეობა მიღებული მაქვს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ვარ არაერთი სამეცნიერო სტატიის, გამოგონების, სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს, სალექციო კურსების, მონოგრაფიის და სილაბუსების ავტორი. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.
- მაღალ ტენიან გარემოში ჩაის მტვერის ფილტრაცია
- ხორბლის გაქერქვა და მისი დაფქვა