1992 წელს დავამთავრე სტუ საავტომობილო საგზაო ფაკულტეტი საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ინჟინრის კვალიფიკაციით. (წარჩინებით). 1992 წლიდან დღემდე ვმუშაობ სტუ- ს სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის, ამჟამად შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე. 2019 წლის 18 ივლისს დავიცავი დისერტაცია "მეტროს სავენტილაციო სისტემების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა უსაფრთხო სავენტილაციო რეჟიმების დასადგენად" თემაზე და მომენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1992-1993 წლებში მონაწილეობას ვღებულობდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. ვარ კომუნიკაბელური და უშუალო პიროვნება, პატრიოტული სულისკვეთებით, სამართლიანი. ვფლობ მშობლიურ და რუსულ ენას , ასევე შემიძლია კომუნიკაციის დამყარება ინგლისურ ენაზეც. შემიძლია ლექცია ლაბორატორიების ჩატარება, როგორც მშობლიურ ასევე რუსულ ენაზე.
- ჩემს სდოქტორო ნაშრომში "მეტროს სავენტილაციო სისტემების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა უსაფრთხო სავენტილაციო რეჟიმების დასადგენად" წამოჭრილი საინტერესო და აქტუალური საკითხების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები აღნიშნული ტრანსპორტის უსაფრთხო ექსპლუატაციის კიდევ უფრო გამყარების მიზნით. (გარდა ძირითადი საკითხებისა რაც სადისერტაციო ნაშრომში არის გადაწყვეტილი). აკადემიური საქმიანობის კიდევ უფრო დახვეწა და სრულყოფა.
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მოპოვებული გრანტის "ტრანსფორმირებადი სისტემების დამუშავება და გამოცდა საავტომობილო გვირაბში სიცოცხლის გადასარჩენად ხანძრის პირობებში" № AR-19-1936 ფარგლებში, თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევები.
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მოპოვებული გრანტის "კრიტიკული სიჩქარისა და ხანძრით გამოწვეული უკუდინების შესწავლა სიცოცხლის გადასარჩენად საავტომობილო გვირაბებში." FR – 22 -12949 თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევები. პროექტის კოორდინატორი