ასოცირებული პროფესორი

ქეთევან შენგელია, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

დისერტაცია დაიცვა წარმატებით 1992 წელს. ამჟამად მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. ის იკვლევს ბიზნესის განვითარების პრობლემებს საქართველოში, პროექტების მართვის და ბიზნეს სფეროს ფუნქციონირების ეფექტიანობისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების როლს და მომავლის პერსპექტივებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის როლს მომავლის ბიზნეს განათლებაში. დაინტერესებულია საქართველოში განვითარდეს კომპანიათა სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანური, ინტელექტუალური, სოციალური კაპიტალი, ანუ სამუშაო ძალის ხარისხი და მუშაკთა მოტივაცია. მიაჩნია, რომ სწორედ ეს გარემოება აძლევს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ეკონომიკურ იმპერატივებს. მას გამოქვეყნებული აქვს შვიდი მონოგრაფია და 42 სტატია. ის ყოველთვის მზადაა ელ-ფოსტით გამოეხმაუროს სტუდენტებს საჭიროების შემთხვევაში და უპასუხოს მათ შეკითხვებს. ის კითხულობს ლექციებს ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით. მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში.



სამეცნიერო ინტერესები
  • ქეთევან შენგელია იკვლევს ბიზნესის განვითარების პრობლემებს საქართველოში. ასევე პროექტების მართვის და ბიზნეს სფეროს ფუნქციონირების ეფექტიანობისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების როლს და მომავლის პერსპექტივებს. დაინტერესებულია საქართველოში განვითარდეს კომპანიათა სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანური, ინტელექტუალური, სოციალური კაპიტალი.
  • Her research interests: problems of business development in Georgia, role and future perspectives of information technology with regard to effective functioning of project management and business development fields. She is interested in developing social responsibility of companies in Georgia, which is grounded in human, intellectual and social capital.
  • ასევე იკვლევს ინოვაციების განვითარების მნიშვნელობას და განათლების როლს ამ სფეროში.
  • იკვლევს ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივებს და მის როლს მომავლის ბიზნეს განათლებაში.