ვლადიმერ მიქელაშვილი

ჩემი სამეცნიერო ინტერესის სფერო მოიცავს ნახევარგამტარულ სპინტრონულ მასალებს, მზის ელემენტებს და ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მაგნიტური ნანონაწილაკების ბიოლოგიური კუთხით გამოყენებაზე. ვარ მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ჯგუფის წევრი მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ნანოსისტემა, რომელიც მიზანმიმართულად და შერჩევის წესით მიიყვანს სამკურნალო წამალს დაზიანებულ ან სიმსივნურ უჯრედამდე და მოახდენს მის იდენტიფიცირებას ან/და განკურნებას. ამ მიზნით შევქმენით ლაბორატორია, რომელიც თანდათან იხვეწება თანამედროვე აპარატურით და ვცილობთ მოვახდინოთ ნანონაწილაკების ქიმიური სინთეზის მართვა, აღწარმოება და მიღებული ნიმუშების ფიზიკურ ქიმიური მახასიათებლების დადაგენა.

გვაქვს კავშირები, როგორც ადგილობრივ სამედიცინო და კვლევით დაწესებულებებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სადაც ვახორციელებთ თანამედროვე კვლევებს ფართო ინფრასტუქტურულ დაწესებულებებში. პირადად ვარ მონაწილე საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, გვაქვს არაერთი გამოქვეყნება და ვმუშაობთ პატენტის და კომერციალიზაციის კუთხითაც.

ასევე, აკადემიური გამოცდილების მხრივ ფიზიკის დეპარტამენტის მე -3-4 კურსის სტუდენტებს ვასწავლი რადიაციულ ფიზიკას და დოზიმეტრიას, რაც მეხმარება უკეთ განვავითარო ჩემი პროფესიული გამოცდილება და ჩემი გამოცდილების გაზიარებით, ხელმძღვანელობით და ჩვენს ლაბორატორიაში პრაქტიკით სტუდენტებს მივცე სტიმული გააგრძელონ მოღვაწეობა სამეცნიერო სფეროში საქართველოში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.


Research interest :Sinthesis of iron oxide nanoparticles, Biological applicable magnetic nanoparticles, Targeted drug delivery, hyperthermia

სამეცნიერო ინტერესები
  • ნანოტექნოლოგიები და ნანომასალები
  • კოლოიდური მაგნიტური ნანოსითხეები
  • ბიოსამედიცინო გამოყენების მაგნიტური ნანონაწილაკები
  • ნანომასალების კვლევები რადიაციული გამოსხივებებით