ასოცირებული პროფესორი

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ძირითადად პრაქტიკული საქმიანობით ვიყავი დაკავებული ელექტროტექნიკური პროფილის თბილისის ერთ-ერთ დიდი ტრადიციების მქონე ქარხანაში. სამუშაო სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, დაწყებული საწარმოო პროცესიდან, დამთავრებული საკონსტრუქტორო და საგამოცდო საქმიანობით. პარალელურად ვიყავი თანაავტორი სახელმძღვანელოსი ელექტრულ მანქანებში, ვაქვეყნებდი სტატიებს. ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა და სამეცნიერო ინტერესები დადებითად აისახება პედაგოგიური საქმიანობის შესრულებაში. ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობისას 2024-2025 სასწავლო წელს მივიღე გამოცდილება ინგლისურენეოვან ჯგუფში სალექციო და ლაბორატორიული სამუშაოების ინგლისურად ჩატარებისა, საგანში "ელექტრული ენერგიის გარდაქმნა (ელექტრული მანქანები)". გამოცემული მაქვს სასწავლო მეთოდური სახელმძღვანელო ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისათვის იმავე საგანში.

სამეცნიერო ინტერესები
  • ელექტრომექანიკის საფუძვლები, ელექტრული მანქანები, მათ შორის მაგისტრალური ელმავლების წევის ელექტრული მანქანები, მათი ოპტიმალური დაპროექტება და კონსტრუირება, ელექტრომაგნიტური გაანგარიშება, გამოცდები და საიმედოობა.