ავტობიოგრაფია
მე, ლაშა-გიორგი დათაშვილი 1992 წლის 15 აპრილს დავიბადე და გავიზარდე ქ.თბილისში. 1998 წელს შევედი ქ.თბილისის 61-ე საშვალო სკოლაში, რომელიც 2010 წელს დავამთავრე და იმავე წელს ჩავირიცხე ეროვნული გამოცდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე „საბანკო საფინანსო და სადაზღვევო საქმის“ განხრით და ვიყავი პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი, 2014 წელს წარჩინებით დავამთავრე ბაკალავრიატი და გავაგრძელე სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ადმინისტრირების განხრით, 2016 წელს დავამთავრე მაგისტრატურა და ამავე წელსვე ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოკტორანტურაში, სადაც ჩემი სადიპლომო ნაშრომის სათაურია ტრანსნაციონალური კორპორაციების მენეჯმენტი და მათი გამოცდილების ადაპტაცია ქართულ ბაზარზე.
აგრეთვე 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისის ბოლომდე ვმუშაობდი ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, საფინანსო და შესყიდვების სამსახურში სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში შესყიდვების სპეციალისტად. 2017 წლის დეკმბრის შუა რიცხვებიდან 2018 წლის იანვრის შუარიცხვებამდე ვიყავი შესყიდვების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2018 წლის ივნისის ბოლოდან დღემდე ვმუშაობ ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ საფინანსო, შესყიდვების და ლოჯისტიკის სამსახურში სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტად.
ასევე 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ასისტენტის თანამდებობაზე.
2021 წლის სექტემბრიდან დღემდე საქართველოს ტექნიკურ უნვიერსიტეტში ვმუშაობ ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებაბაზე.
ვფლობ ინგლისურს ( თავისუფლად) და რუსულ (კარგად) უცხო ენებს, კომპიუტერულ პროგრამებს Worde, Excel, Power Point.