ხათუნა წეროძე
ასისტენტ პროფესორი
ჩემი კვლევითი სამუშაო ეხება ინდოლშემცველ ნაერთთა სინთეზს და მათ გავლენას ბოსტნეული კულტურების ვეგეტაციაზე. ჩემს მიერ დასინთეზებულ იქნა ახალი ინდოლშემცველი ტეტრაციკლური კონდენსირებული სისტემები ფენოთიაზინის ბაზაზე და შესწავლილ იქნა მისი წარმოებულების გავლენა მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე ლაბორატორიულ პირობებში. როგორც ცნობილია ფიტოჰორმონები აქტიურად გამოიყენება, როგორც მცენარეთა ზრდა-განვითარების სტიმულატორები. მათი გამოყენება აქტუალურია, როგორც მცენარეთა ტრადიციული გამრავლების ასევე ახალი ბიოტექნოლოგიური მეთოპდების გამოყენების და გაუმჯობესების მიზნით, რადგან ისინი მცირე რაოდენობითაც კი აქტიურად არიან ჩართული მცენარის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებში და მათზე მარეგულირებელ გავკენას ახდენენ. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პრობლემებს - მოსავლიანობის შემცირებასა და სოფლის მეურნეობის მოთხოვნილების ზრდას, მეტად აქტუალურია ისეთი ახალი უსაფრთხო ნივთიერებების, კერძოდ კი მცენარეთა ზრდის სტიმულატორების შემოტანა და მათი გავლენის შესწავლა და შემდგომში დანერგვა ამ სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შემუშავებული გვაქვს, სამოქმედო გეგმა, რათა შეიქმნას რაც შეიძლება რეალობასთან მიახლოებული სპეციალური პროგრამები და თითოეული მიმართულება ანუ დისციპლინა ემსახურებოდეს სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებას და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით მუშაობას მოთხოვნების და მიხედვით.
- ვცდილობ არსებული რეალობიდან და ყოველდღიური მოთხოვნებიდან გამომდინარე გავიღრმავო ჩემი მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება იმ საგანთა ჯგუფში, რომელიც წლების განმავლობაში იკითხება გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტში, რომელიც ესოდენ აქტუალურია დღეს-დღეობით, ვიდრე დამდგარა მსოფლიო ეკონომიური კატასტროფა.