მიხეილ მუხიგულიშვილი - აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, დაიბადა 1988 წლის 30 აგვისტოს. 2006 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში,სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა.
2010 წელს ჩაირიცხა მაგისტრატურაში სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტზე, #102„სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“ დეპარტამენტში. მან ასევე წარჩინებით დაასრულა 2012 წელს მაგისტრატურა და მიენიჭა ინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2012-2015 წლებში მიხეილ მუხიგულიშვილი იყო სტუ-ს დოქტორანტი, იგი მუშაობდა თემაზე: "მრავალსართულიანი რკინაბეტონის მოქნილ-კუმშვადი ელემენტების მდგრადობის დაკარგვა", ტ.მ.დოქტორის, პროფესორ ჯემალ ესაიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც წარმატებით დაიცვა 2015 წელს და მიენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2015-2017 წ.წ. მიხეილ მუხიგულიშვილი მუშაობდა სტუ-ს სამსენებლო ფაკულტეტზე, სამოქალქო დასამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტში უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე.
2017 წლიდან დღემდე იგი მუშაობს ამავე დეპარტამენტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
მუხეილ მუხიგულიშვილი უძღვება შემდეგ სასწავლო კურსებს:
სამშენებლო კონსტრუქციები;
რკინაბეტონისა და ქვის კონსტრუქციები;
სამშენებლო კონსტრუქციების სეისმომედეგობა;
იგი არის 9 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მათ შორის 1 სახელმძღვანელო და 1დამხმარე სახელმძღვანელოა.
- ნაგებობათა სეისმომედეგობის საკითხები;
- შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციების გაანგარიშება და დაპროექტება
- მრავალსართულიანი მაღლივი შენობების დაპროექტება სეისმურად აქტიურ რეგიონებში