ვფიქრობ პროფესიულ თვისებებთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებებიც, რაც მომავალში წარმატების გარანტია. ვარ კომუნიკაბელური ადამიანი. მაქვს პოზიტიური ხედვა და მოტივაციით აღსავსე დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდის განვითარებისათვის. მუდმივი სწავლა, რაც ხელს უწყობს ბაკალავრის, მაგისტრისა თუ დოქტორანტის ზრდას წინსვლისთვის.
დღესდღეობით მიზნად დავისახე ფორსმაჟორულ სიტუაციაში ონლაინ სწავლების დადებითი მხარეებისა და გამოწვევების შესწავლა და კოლაბორაციული ელექტრონული სწავლება - როგორც თანამედროვე მეთოდი, რომლის საშუალებითაც მრავალ სტუდენტს, როგორც ერთ გუნდს, ვუწევ თანამშრომლობას, რაც სტუდენტის მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია.
პასუხისმგებლობა და გულწრფელობა მაინც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მაქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში და ტრენინგებში, გავლილი მაქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. ვარ სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სალექციო კურსების ავტორი.
ჩემი კვლევის ინტერესები ძირითადად მოიცავს მშენებლობის ორგანიზაციას, მართვას, დაპროექტებასა და დაგეგმვას, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საკითხებს მშენებლობაში და სახარჯთაღრიცხო საქმეს მშენებლობაში.
- მარკეტინგის მენეჯმენტი მშენებლობაში
- ფინანსური მენეჯმენტი
- მარკეტინგის კონცეფციები, ძირითადი პრინციპები და ელემენტები მშენებლობაში
- ხარჯთაღრიცხვები მშენებლობაში
- დაპროექტებისა და მშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია