ვარ არქიტექტორი, არქიტექტურის დოქტორი. 1987 წლიდან ვეწევი პრაქტიკულ მოღვაწეობას. ვიყავი საპროექტო ინსტიტუტ “საქქალაქმშენპროექტის” წამყვანი არქიტექტორი. ვარ არაერთი რეალიზებული არქიტექტურული ობიექტის და ინტერიერის ავტორი და/ან თანაავტორი. სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2013-2014 წ.წ. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე პროექტით - „ურბანიზირებული გარემო (არქიტექტურა), როგორც ხედვითი აღქმის ობიექტი“.
პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად 2011 წლიდან დღემდე ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2009 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი, 2021 წლიდან კი საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, UIA-ს კომიტეტის "საერთაშორისო ქალები არქიტექტურაში" საქართველოს სექციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი.
- არქიტექტურა
- არქიტექტურული გარემოს დიზაინი (ინტერიერი, ექსტერიერი)
- არქიტექტურის ისტორია და თეორია
- არქიტექტურული კოლორისტიკა