მე, მანანა მამულაშვილი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ვმუშაობ 1980 წლიდან.ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი. 2020-02-07 დავიცავი დისერტაცია - „ტყვიის კრონის წარმოების ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიის დამუშავება“. ასევე ვარ ამავე უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიის უფროსი. მიმყავს სასწავლო სალექციო და ლაბორატორიული კურსი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე - გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სამრეწველო ობიექტების მონიტორინგი, ბუნებრივი ობიექტების მონიტორინგი, სამრეწველო ჩამდინარე წყლების კონტროლი და გაწმენდა, ზედაპირული წყლების დაცვის ანალიზები და საშუალებები (სასწავლო პრაქტიკა), ჰიდროსფეროს დაცვის ტექნოლოგია, საწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში. ვარ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი. ჩემი სტუდენტები მონაწილეობას იღებენ სტუდენტთა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში. სამეცნიერო მუშაობას ვეწევი გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემების, წყალში მძიმე მეტალების, ღვინომასალების, ხილის წვენების, სასმელი და ჩამდინარე წყლების ბარომემბრანული ფილტრაციის პროცესების და მიკრობიოლოგიური კვლევების მიმართულებით. 2023 წლის დეკემბრიდან ვარ სტუ-ს წარმომადგენლობით საბჭოს, სენატის წევრი. 1980 წლიდან ვარ 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი და მონაწილეობა მაქვს მიღებული 15 საერთაშორისო კონფერენციაში. ორი დამხმარე სახელმძღვანელოს და ერთი ლაბორატორიული პრაქტიკუმის ავტორი/თანაავტორი.
- ბარომემბრანული პროცესები. გარემოს დაცვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
- ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების გაწმენდა
- ტყვიის კრონის წარმოების ჩამდინარე წყლების ტექნოლოგიების დამუშავება
- ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების, ღვინისა და ხილის წვენების მიკრობიოლოგიური კვლევა
- სტუდენტებთან სემინარული და პრაქტიკული კვლევითი მუშაობა
- გარემოს დაცვა და ეკოლოგია
- საქართველოს ბიომრავალფეროვნება