გიორგი ნადირაშვილი
გიორგი ნადირაშვილი – ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული მაქვს 15 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 1 გამოგონებაა, მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოებისათვის: „სამშენებლო მანქანები და მექანიკურ მოწყობილობები“, „ტრიბოტექნიკის საფუძვლები“. ვმონაწილეობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთან არსებული „სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო და ამწე-სატრანსპორტო მანქანების“ N 652 სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში.
სამეცნიერო ინტერესები
- მიწისმთხრელი მანქანების, ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო და სალიანდაგო მანქანებისა და მექანიზმების, კონსტრუქციების, მუშაობის ტექნოლოგიების კვლევა და ოპტიმიზაცია.
- მეცნიერული მუშაობის ძირითადი მიმართულებაა: ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო , საგზაო და სალიანდაგო მანქანების კონსტრუქციების კვლევა, შემუშავება, გაანგარიშება. მცირეგაბარიტიანი მიწისმთხრელი მანქანების მუშა ორგანოების კვლევა მათი საექსპლუატაციო პარამეტრების ოპტიმიზაციის მიზნით. არსებული სამშენებლო მანქანების დღევანდელი სამშენებლო ტექნოლოგიებისადმი და სამშენებლო პირობებისადმი ადაფტაციის გზების ძიება და მანქანების მოდერნიზაციის განხორციელება.