საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და საბაკალავრო პოგრამის გუნდი ვმუშაობთ ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაზე.

ამ მიმართულებით ვატარებთ, როგორც სალექციო კურსებს, ისე სხვადასხვა ღონისძიებებს. ვაწყობთ კონფერენციებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებს.

ვატარებთ სტუდენტებში მულტიკულტურული და პოლიკონფესიური გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს.

სამეცნიერო ინტერესები
  • ჩემი კვლევის სფეროა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. კვლევის ობიექტია პოლიტიკა, გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები. კვლევის არეალს წარმოადგენს სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის რეგიონი, ევრიკავშირი, მახლობელი აღმოსავლეთი.