ასოცირებული პროფესორი
ქეთევანი მჭედლიძე

1988წ დავამთავრე ქ. თბილისის 112-ე საშუალო სკოლა. 1988-1993 წლებში ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, მომენიჭა ინჟინერ თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაცია; პარალელურად საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, სადაც მომენიჭა მუსიკადმცოდნეობის კვალიფიკაცია ( 1989-1992წწ). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1993-2006 წლებში ვმუშაობდი უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე , თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიეტში; 2006 წ-01.09 -დან 2010 წ.-ის 10.10-მდე მიღებული ვიყავი მოწვეული სპეციალისტად(პედაგოგი) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე; ამავე წლებში 2008-2013წ. ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე და მომანიჭეს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2013წ. 23. 09-დან 2017წ. ვმუშოაბდი უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, ხოლო 2017 წ-დან დღემდე ვარ ასისტენტ პროფესორი. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, რაც გულისხმობს : ლექციების,პრაქტიკულების,საკურსო და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებას შემდეგ სასწავლო კურსებში:თბური ენერგიის წარმოებისა და გარდაქმნის ტექნოლოგიები,თბური პროცესები და დანადგარები, ტურბოდანადგარები ; აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და გამოქვეყნებული მაქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი, ასევე მონაწილეობას ვიღებ საერთაშორისო სამცნიერო კონფერენციებში, სადაც ხელმძღვანელობას ვუწევ სტუდენტებს.

სამეცნიერო ინტერესები
  • ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები
  • კოგენერაციული თბოელექტროსადგურები