თინათინ ეპიტაშვილი
- წლების მანძილზე ვმუშაობ ტრიტიკალეს (×Triticosecale Wittmack) კულტურაზე. შესწავლილი მაქვს მისი სამეურნეო პარამეტრები და პურცხობაში გამოყენების პერსპექტივები, რაც ჩემი სადისერტაციო კვლევის თემას წარმოადგენდა, რომელიც დავიცავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. ამჟამად კვლევას ვაგრძელებ სტუ-ს ბიოტექნოლოგიის ცენტრში.
- ვიკვლევ სასარგებლო (სამკურნალო, არომატული, საღებავი, სანელებელი, შხამიანი) მცენარეთა გენეტიკურ რესურსებს, მათ ბიომრავალფეროვნებას და ეთნობოტანიკურ უნარ-ჩვევებს;
- წლების განმავლობაში ვმონაწილეობ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის და კორეის ბიომრავალფეროვნების ცენტრის ერთობლივ ექსპედიციაში (საქართველო - კორეა), რომლის მიზანია საქართველოს ფლორის გენეტიკური რეურსების მოძიება/შეგროვება და კორეის ბიომრავალფეროვნების ცენტრის გენბანკში შენახვა;
- ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი. ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „Agronomy”-ს კურსის სტუდენტებთან ვკითხულობ სალექციო კურსებს: Organic Agriculture”, “Turfgrass Development and Management”;
- ჩემი კვლევის სფეროს წარმოადგენს - მცენარეთა გენეტიკური რესურსები, სასარგებლო მცენარეები და მცენარეთა ბიომრავალფეროვნება.
სამეცნიერო ინტერესები
- მემცენარეობა
- მცენარეთა გენეტიკური რესურსები
- მცენარეთა ბიომრავალფეროვნება
- სასარგებლო მცენარეები