ახალგაზრდა მეცნიერი. ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 2016 წ. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ გამოყენებით მათემატიკის მაგისტრატურა და მომენიჭა გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის წოდება. 2019 წლის 18 ივლისს წარმატებით დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დოქტორანტურა, „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ სადოქტორო პროგრამის განხრით და დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქ.ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნიდან გაფრქვეული აეროზოლების გავრცელების რიცხვითი მოდელირება და მისი ეკოლოგიური შეფასება", რის შედეგადაც მომენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან ერთად რიცხვითი მოდელირებით შესწავლილი მაქვს კავკასიის ტერიტორიაზე შესაძლო ავარიული ამოფრქვევის შემთხვევაში რადიოაქტიური (131I)-ის გავრცელების მიმდინარეობა სხვადასხვა მეტეოროლოგიურ სიტუაციებში, კახეთის ტერიტორიაზე არსებული ქალაქების ატმოსფეროში მტვრის გავრცელების პროცესები. 2017 წელს მოვიგე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი „ზესტაფონის ინდუსტრიული რაიონის გარემოს ობიექტებში მანგანუმის დიოქსიდით დაბინძურების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით“. 2021 წელს კი გავიმარჯვე ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში. გრანტი YS-21-132 „ქ.რუსთავისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერული ჰაერის მიკროაეროზოლებით დაბინძურების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით“. მაქვს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება. 2015 წელს მონაწილეობა მივიღე ქ. თბილისში გამართულ 21–ე ყოველწლიურ მსოფლიო კონგრესში „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“. 2012–2023 წწ. ვმონაწილეობდი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ეკოლოგიური პროფილის 5 სამეცნიერო გრანტში ძირითად შემსრულებლად. 2012-2023 წწ. მონაწილეობა მაქვს მიღებული 30-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში. გამოქვეყნებული მაქვს 50-ზე მეტი სტატია. მაქვს სამ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება პროცესების მართვის და მონაცემთა დამუშავების სფეროში. მაქვს აღებული ოქროს სერტიფიკატი ფინანსურ მენეჯმენტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა).
- გარემოს ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გავრცელების რიცხვითი მოდელირება
- გარემოს გაჭუჭყიანების დონის კვლევა დაკვირვების მასალების სტატისტიკური ანალიზის საშუალებით
- ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ წყლებში, მცენარეულ საფარში ანთროპოგენული წარმოშობის გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა არსებობისა და მიგრაციული ფორმების განსაზღვრა
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები