თინათინ გოგიშვილი

თინათინ გოგიშვილი

არის ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული ტექნოლოგიების - ასოცირებული პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო აგრარულ დარგში წარმატებული საქმიანობისათვის. არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოსთან არსებული სადისკუსიო-საკონსულტაციო დარბაზის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 64 სტატია და მონაწილეობა აქვს მიღებული 6 საერთაშორისო კონფერენციაში. წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, აგრონომიული ფაკულტეტი, სპეციალობა „მცენარეთა დაცვა“. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, (არის სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი). მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტი EU-Tempus –Takis პროექტის NO 23193-2002 ფარგლებში –– შტუდგარტი, გერმანია. თემა-ენტომოლოგია და ბიოლოგია მცენარეთა დაცვაში. მონაწილეობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო, სალექციო კურსების და მეთოდური მითითებების შედგენაში. არის კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტების ხელმძღვანელი.

კვალიფიკაციის ამაღლება (ტრეინინგები)

1.           ენტომოლოგია და ბიოლოგიური მცენარეთა დაცვა. ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტი. გერმანია, შტუდგარტი. 2005წ.

2.           საკარანტინო მავნე ორგანიზმების ფიტოსანიტარული კონტროლი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2005წ

3.           საბაჟო საქმე, მცენარეთა დაცვის საკითხები და ზოგადი უნარები. საქართველოს ფინანსთა სამინისტო. 2005 წ.

4.           აიოვას შტატის უნივერსიტეტის მასწავლებლების ტრენინგ პროგრამა ,,თანამედროვე მეთოდები სწავლებასა და სწავლაში“.

ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად მუშაობს სტატიებზე –– მცენარეთა მავნე ორგანიზმები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა.