1993 წელს წარჩინებით დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით: მიკრობიოლოგია და მომენიჭა ბიოლოგის, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1993-2012 წლებში ვმუშაობდი კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ და ექიმი-ლაბორანტის თანამდებობებზე. 2013 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, მიმართულება ბიოლოგია. 2018 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ბიოკიბერნეტიკული სისტემების განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული მაქვს სტატიები მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში და მიღებული მაქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერნციებში. 2008 და 2015 წლებში ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩასატარებლად მიწვეული ვიყავი კალაბრიის უნივერსიტეტში (იტალია). ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფეროებს წარმოადგენს ოქროს და ვერცხლის ნანონაწილაკებისა და ლუმინესცენციური საღებარის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ვიზუალიზაცია და წამლის ტარგეტირებული მიწოდება. ვარ ამერიკის ოპტიკური საზოგადოების (OSA) რევიუერი.

სამეცნიერო ინტერესები
  • ბიოლოგია, ნანომედიცინა, ოქროს და ვერცხლის ნანონაწილაკების და ლუმინესცენციური საღებარებს შორის ურთიერთქმედება, ნანონაწილაკებით დოპირებული პოლიმერული ნანოკომპოზიციები, თხევადკრისტალური მიკროთერმომეტრები, სინათლით და pH მართვადი თხევადკრისტალურ მიკროკონტეინერებზე დაფუძნებული წამლის ტარგეტირებული მიწოდება, სიმსივნური უჯრედების და ქსოვილების ვიზუალიზაცია ოქროს ნანონაწილაკების, ნანოღეროების და ინფრაწითელი ლუმინესცენციური საღებარის გამოყენებით, პროსტატის სპეციფიკური მემბრანული ანტიგენის და ლუმინესცენციური საღებარის გამოყენებით პროსტატის სიმსივნური უჯრედების ვიზუალიზაცია, კალმოდულინით და ლუმინესცენციური საღებარით მოდიფიცირებული ოქროს ნანონაწილაკების გამოყენება სიმსივნური უჯრედების ტარგეტირების და ჰიპერთერმული დაშლისათვის.