გიორგი გრატიაშვილი

გიორგი გრატიაშვილი

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი, ინჟინერიის დოქტორი, ინფორმატიკის მეცნიერების მაგისტრი, იურისტი, ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების უსაფრთხოების საკითხებში.

ჩემი და ჩემი გუნდის კვლევის მიზანი, ქვეყნის და სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოდ განვითარების გზების ძიებაა. რის წინაპირობასაც უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების განვითარება წარმოადგენს. ჩვენი ერთ-ერთი საპროექტო-კვლევითი მიმართულებაა, მიწისზედა და კოსმოსური, სპეციალური დანიშნულების და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების და კომპლექსების ტრანსფორმირებადი სისტემები, მათი კონსტრუირება, გაანგარიშება, თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა და საპილოტე მოდელის მიღება. საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ასპექტების კვლევა.

ჩვენ ასევე ვცდილობთ შევისწავლოთ და ვასწავლით თანამედროვე, მძიმე და მსუბუქი, მანქანა-მექანიზმების და უსაფრთხოების სისტემების, უსაფრთხოდ ექსპლოატაცია, რაც თავის მხრივ ურთიერთკავშირშია შრომის უსაფრთხოების საკითხებთან და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციასთან. ჩვენი მუშაობის მიზანია ბაზრის გამოწვევებზე დაყრდნობით, სხვადასხვა პროფესიებში ხარვეზების ძიება, რისკების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება.

ზემოაღნიშნული თემატიკის საჯაროობის მიზნით, გახლავართ ჟურნალის "ტექნიკა და უსაფრთხოება" - ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, 50 - ზე მეტი სამეცნიერო, სასწავლო-საგანმანათლებლო და ანალიტიკური ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.


სამეცნიერო ინტერესები
  • საინჟინრო-ტრანსფორმირებადი სისტემები, ინტეგრირებული სისტემები, კოსმოლოგია, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისტემები, კომპიუტერული მეცნიერებანი, კიბერ უსაფრთხოება.