. 1993 წელს დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბიოლოგია, ქიმიის სპეციალობით. 2000 წელს დავამთავრე თბილისის საერო ინსტიტუტი „გაენათი“ და მომენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია. 2017 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა რის შედეგადაც მომენიჭა ფინანსების დოქტორის აკადემიური ხარისხი. საქართელოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი 2011 წლიდან. ვარ კომუნიკაბელური, ადვილად შევდივარ კონტაქტში სტუდენტებთან, რასაც გარკვეულ წილად ხელს უწყობს ჩემი პედაგოგიური განათლება (გავიარე პედაგოგიკა და ბავშვების ფსიქოლოგია). ძირითადად ვკითხულობ საგნებს, რომლებიც საბანკო ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული და ასევე ფინანსურ ინსტიტუტებს და ბაზრებს. ლექციებს ვკითხულობ ორ ენაზე: ქართულად და რუსულად. ვფლობ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე, ხოლო საბანკო აღრიცხვიანობის პროგრამებს სრულად ასევე შესწავლილი მაქვს საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამები.
- შესწავლილი მაქვს საბანკო დაკრედიტების უახლესი ტექნოლოგიები (scoring), სარეიტინგო კომპანიების საქმიანობისა და რეიტინგების განსაზღვრის მეთოდები და პრინციპები. შეთავაზებული მაქვს გაკოტრების ალბათობის მოდელების გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში (ედვარდ ალტმანის მოდელების მაგალითზე, სარეიტინგო სააგენტოების (Standard& Poors, Moodys, FFitch Raitings) რეიტინგებზე დაყრდნობით
- ფინანსური ბაზრები, კერძოდ კი ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ფორექსი და ძვირფასი ლითონების ბაზარი.