ასისტენტ პროფესორი

დავიბადე ქ.თბილისში 1977 წ.-ის 27 იანვარს. დავამთავრე ქ. თბილისის 171 საშუალო სკოლა, 1994 წ.-ს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრნსპორტო ფაკულტეტზე სპეციალობით - რკინიგზების მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მეურნეობა. 1998 წ.-ს დავამთავრე და მომენიჭა ბაკალავრის ხარისხი ინჟინერ- მშენებლის კვალიფიკაციით. 2000 წ.-ს დავმთავრე მაგისტრატურა ამავე სპეციალობით, მომენიჭა სატრანსპორტო მშენებლობის მაგისტრის ხარისხი. 2011 წ.-ეს დავამთავრე ს.ტ.უ.-ს დოქტურანტურა, მომენიჭა ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

1999-2004 წ.წ.-ში ვმუშაობდი შპს. ,,საქართველოს რკინიგზაში" სალიანდაგო დისტანციის კაპიტალური მშენებლობის ინჟინრის თანამდებობაზე. 2013-2017 წ.წ. ვმუშაობდი ს.ტ.უ.-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე მოწვეულ მასწავლებლად. 2017 წლიდან ვმუშაობ ამავე ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე.

01.10.2021 წ.-დან ვარ სამშებლო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე დღემდე.

ჩემი ინტერესის სფეროა რკინიგზების დაპროექტების თავისებურებების შესწავლა რთულ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში.

გამოქვეყნებული მაქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო ინტერესები
  • რკინიგზების მშენებლობა რთულ პირობებში