ანა როლანდის ასული წულაია დავიბადე ქ.მარტვილში 1977 წლის 13 აგვისტოს. 1994 -1998 წლებში ვსწავლობდი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის - კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე, სპეციალობით: „სამრეწველო პროდუქციის კომერსანტ-საქონელმცოდნე“. 1998-2000 წლებში - ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და მომენიჭა - „საერთაშორისო მარკეტინგისა და კომერციის მაგისტრის აკადემიური ხარისხი“. 2000-2003 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში: სპეციალობით "სექტორული ეკონომიკა და მენეჯმენტი" 2000-2001 წლებში ვმუშაობდი მარკეტინგის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მარკეტოლოგად; 2001-2002 წლებში - შპს „ენ-პი-ჯი“ - პროექტების კოორდინატორად; 2000-2004 წლებში - შპს „თბილგაზში“, ეკონომიკურ განყოფილებაში, ეკონომისტად; 2004-2013 წლებში ვმუშაობდი შპს „ფოპტნეტში“, 2011-2013 წლებში ვმუშაობდა შპს „მერანში“, ფინანსურ მენეჯერად;
2013-2020 წლებში ტელეკომუნიკაციის კომპანიაში - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მენეჯერის თანამდებობაზე. 2020 წელს "აფხაზეთის სავაჭრო პალატაში" ფინანსურ მენეჯერად, 2021 წლიდან დღემდე ვმუშაობ სსიპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის" საფინანსო განყოფილებაში. 2017-2021 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, 2021 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორი.
- მარკეტინგი
- ფინანსები
- მენეჯმენტი