მიყვარს ჩემი სპეციალობა და ვცდილობ ფეხი აუწყო და არ ჩამოვრჩე სამაცივრო ტექნიკის განვითარების მსიფლიო მიღწევებს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ჩართული ვარ სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟის, შეკეთების და ექსპლოატაციის პრაქტიკულ სამუშაოებში, რაც ძალზედ მეხმარება ჩემი თეორიული ცოდნის გამდიდრებასა და გაღრმავებაში. ყველა იმ სტუდენტის აღმოჩენა, რომლებიც სერიოზულად ინტერესდებიან სამაცივრო მანქანა-დანადგარების სპეციალობით დიდ სიხარულს მანიჭებს, რადგანაც ვიცი, რომ მათი არჩევანი ყოველთვის მიაღწევს მიზანს, ასეთი სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ უპრობლემოდ დასაქმდებიან და ექნებათ გამართული ცხოვრება.

ვარ მომთხოვნი, როგორც საკუთარი თავის, ასევე სტუდენტების მიმართაც. ყოველთვის მჯეროდა და დღესაც არ შემიცვლია აზრი, რომ პროფესიონალურ ცოდნას ყოველთვის აქვს ფასი და პროფესიონალები არ იკარგებიან.

სამეცნიერო ინტერესები
  • მონაწილეობას ვიღებ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში