გიორგი მუხიაშვილი
ვარ პრაქტიკოს თეორიტიკოსი არქიტექტორი. 2010 წ. მომენიჭა არქიტექტურის დოქტორის ხარისხი თემაზე „ქ. თბილისის ვაჭრობისა და მომსახურების ქსელის ფორმირება და განვითარების პერსპექტივები“.
2013 წლიდან ვკითხულობ ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. ასევე აქტიურად ვარ ჩართული ჩემი საგნის სალექციო კურსებისა და სილაბუსების მომზადების პროცესებში.
მსურს მცირედი წვლილი შევიტანო მომავალი თაობის პროფესიული განვითარების მიმართულებით და მივაწოდო უახლესი ინფორმაცია სამშენებლო და საპროექტო ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებით.
სამეცნიერო ინტერესები
- თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები;
- ჯანმრთელი ურბანული გარემოს ფორმირების საკითხები;
- ვაჭრობისა და მომსახურების ქსელის ფორმირება და განვითარების პერსპექტივები.