დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი “სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის” სპეციალობით.
1980 წელს მუშაობა დავიწყე “ლითონის კონსტრუქციების” კათედრაზე. 1981-1982 წლებში ვმუშაობდი საკონსტრუქტორო ბიურო "მშენებლობა"-ში ინჟინრად.
1983-1986 წლებში ვსწავლობდი მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურაში “ლითონის კონსტრუქციების” კათედრაზე.
1986-1991 წლებში ვმუშაობდი "სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიურო"-ში სექტორის უფროსად, განყოფილების უფროსად, მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ.
1992-2000 წლებში ვმუშაობდი საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ვიყავი სამეცნიერო საბჭოს წევრი.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით, პირველი ქართული კოსმოსური კონსტრუქციის - “რეფლექტორის” პროგრამაში მონაწილეობისათვის დავჯილდოვდი მედლით “საბრძოლო დამსახურებისათვის”.
2001-2006 წლებში ვიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის სასწავლო- მეთოდური სამმართველოს უფროსი.
2003 წელს მომენიჭა “მაიორის” სამხედრო წოდება.
2004 წელს დავამთავრე გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია სპეციალობით - საომარი მოქმედებებისა და ოპერაციების ერთიანი სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა.
2006 წელს მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2006-2010 წლებში ვიყავი ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟირო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების თეორიული კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების განყოფილების უფროსი, 2011 წლიდან ვარ მიწისზედა ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერთანამშრომელი. ვარ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
2015-2021 წლებში ვიყავი სამშენებლო ფაკულტეტის "სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპართამენტის" მოწვეული პროფესორი, 2021 წლი ოქტომბრიდან ვარ ასოცირებული პროფესორი.
მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური საინჟინრო კონსტრუქციების შემუშავებასა და შექმნაში.
- ტრანსფორმირებადი ნაგებობები: მიწისზედა და კოსმოსური ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები - გასაშლელ-დასაკეცი ხიდები; გასაშლელი რეფლექტორული ანტენები.
- ლითონის ბადისებრი გარსები.
- ხიდები და საგზაო ნაგებობები.
- საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტერითორიის თავდაცვისათვის საინჟინრო მომზადება, საბრძოლო მოქმედებების და ოპერაციების, ბუნებრივი და ხელოვნური ექსტრემალური ვითარებების საინჟინრო უზრუნველყოფა.