ჩიხლაძე მანანა     ასოცირებული პროფესორი

 

2016-2022 წლებში ბიო და სამედიცინო ფიზიკის და ზოგადი ფიზიკის მიმართულებით პედაგოგიური საქმიანობისას  საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების მიზნით მოვიძიე და დავამუშავე საკმაოდ დიდი მოცულობის მასალა, სხვა კოლეგებთან ერთობლივი მუშაობით შევადგინეთ ორი სახელმძღვანელო  ,,სამედიცინო ფიზიკის საფუძვლები“ -(ISBN 978-9941-20-998-7), ,,კვლევის მეთოდები ბიო და სამედიცინო ფიზიკაში“ (ISBN 978-9941-28-802-9) და ერთი დამხმარე სახელმძღვანელო  ,,ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები ბიო და სამედიცინო ფიზიკაში“ (ISBN 978-9941-28-760-2) ელექტრონული ვერსიები.

           2016 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ზოგადი ფიზიკისა და ბიოფიზიკის მიმართულებით.

           ფაკულტეტის  აგრონომიის სპეციალობის სტუდენტებთან პირველ კურსზე იკითხება საგანი ბიოფიზიკა. საგნის სპეციფიკისა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს სპეციალობა ცალკე საგნად არ სწავლობს ზოგად ფიზიკას, ფაკულტეტის დეკანატისა და ფიზიკის დეპარტამენტის დავალებით, მე და დოქტორი ექიმი მაია გიგინეიშვილი ამჟამად ვმუშაობთ სახელმძღვანელოზე ,,ზოგადი ფიზიკა და ბიოფიზიკა“. სადაც ბიოფიზიკის საკითხებთან ერთად, მოცემული იქნება ზოგადი ფიზიკის თემები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ბიოფიზიკის  შესაბამისი   საკითხების ათვისებისთვის;  


სამეცნიერო ინტერესები
  • ბიოორგანიზმებში მიმდინარე პროცესების ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ახსნა
  • ბიო და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით ახალი ლაბორატორიული სამუშაოების შექმნა