მე გახლავართ კობა ჩიხლაძე, სამართლის დოქტორი - ასოცირებული პროფესორი. პროფესიული გამოცდილება მაქვს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული. 1 წელი გახლდით უზენაეს სასამართლოში, 6 წელი მერიის იურიდიულ სამსახურში, 2 წლისს განმავლობაში საქართველოს განვითარების ფონდის ეგიდით ვახორციელებდი აუდიტორიულ სამართლებრივ მონიტორინგს საქართველოს 12 რეგიონში, 2 წელი გახლდით 2 კერძო კომპანიის იურისტი და ამავადროულად სამშემებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ეხლა ვმუშაობ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინსპექტირების დეპარტამენტში, ამავდროულად ვარ ასოცირებული პროფესორი - ვკითხულობ ლექციებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტზე. ჩაბარებული მაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამოცდა, მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო თუ შიდა კონფერენციაში.