მაია მამისეიშვილი ასისტენტ-პროფესორი ქიმიის მიმართულება
ჩემი კვლევის სფეროს წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევა . 2010 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე "ლითონთა კოორდინაციული ნაერთები ბენზოილჰიდრაზინის წარმოებულებთან" . ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ სინთეზირებულია სრულიად ახალი ჰიდრაზონი და მიღებულია 22 ახალი კომპლექსი ამ ჰიდრაზონთან.ნაშრომის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინაციული და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ქიმიისთვის. 2017 წელს სამეცნიერო ჯგუფთან ერთად გამოუშვი მონოგრაფია თემაზე "ლანთანოიდთა კოორდინაციული ნაერთები ორთო-,მეტა- და პარა- ნიტრობენზოილჰიდრაზიდებთან ". მონოგრაფიაში აღწერილია ლანთანოიდთა კოორდინაციული ნაერთების ქიმია ნიტრობენზოილჰიდრაზიდის იზომერებთან . დღეისათვის განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს "სიცოცხლის ლითონების "და ორგანული ლიგანდების მონაწილეობით წარმოქმნილი კოორდინაციული ნაერთების კვლევა, რადგან ასეთი ნაერთების უმრავლესობას გააჩნია სამკურნალო, სადეზინფექციო, ბაქტერიციდული თვისებები. ჰიდრაზონები ორგანული ნაერთებია ,რომლებიც ფართოდ გამოიყენება სინთეზურ და ანალიზურ ქიმიაში.ჩანაცვლებულ ჰიდრაზონებში აღმოჩენილია ლეიკემიის, სარკომის და სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნების საწინააღმდეგო აქტივობა. სამეცნიერო ჯგუფთან ერთად ვაგრძელებ კოორდინაციული ნაერთების კვლევას. ასევე ვატარებ პრაქტიკულ მეცადინეობებს საგანმანათლებო პროგრამებზე: ზოგადი და არაორგანული ქიმია, კოორდინაციული ნაერთების ქიმია, ელემენტების ქიმია.
- ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევა