გამაჩნია სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვის სფეროში, კერძოდ მცენარეთა დაცვის, ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. 2002.25.01 დავიცავი დისერტაცია (დიპლომის #003004) სატყეო ენტომოლოგიის კუთხით თემაზე: „მბეჭდავი ქერქიჭამიას რიცხოვნობის დინამიკა ბორჯომის ხეობაში და მისი რეგულირების დასაბუთება“. 2003 წელს მივიღე საქართველოს პრეზიდენტის II ხარისხის სტიპენდია. ვმუშაობდი ლ. ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის (2002–20013 წწ.) ენტომოლოგიისა და გამოყენებითი ზოოლოგიის განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე და ვხელმძღვანელობდი ტყის დაცვის ჯგუფს, რომელიც ახორციელებდა ტყის მასივების პათოლოგიურ კვლევას, ფიტოსანიტარული მდგომარეობის მონიტორინგს, მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ტყის მასივებში ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებასა და დანერგვას. გამაჩნია გამოცდილება და ვახორციელებდი (1995-2013 წწ): სამცხე-ჯავახეთის, ზემო და ქვემო სვანეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, თუშეთის ტყის მასივების პათოლოგიურ კვლევას და ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასებას. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული მაქვს 54 სამეცნიერო ნაშრომი. კვლევის ინტერესები:მცენარეთა დაცვა; ტყის პათოლოგიური კვლევა; ტყის მდგრადი მართვა.

სამეცნიერო ინტერესები
  • მცენარეთა დაცვა
  • ტყის პათოლოგიური კვლევა
  • ტყის მდგრადი მართვა