ჩემი ჯგუფის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ზეგამტარი და თერმოელექტრული მასალების ფუნქციონალური მახასიათებლების გაუმჯობესებას ამ მასალების დოპირებით. დასახული მიზნის მისაღწევად ტარდება სათანადო დოპანტების მოძიება, დოპირებული ზეგამტარი და თერმოელექტრული მასალების სინთეზი და მათი პარამეტრების გაზომვა. ვმონაწილეობ ამ მასალების მიღების ოპტიმალური ტექნოლოგიის დადგენაში. დოპირებას ვახდენთ როგორც მიკრომეტრის მასშტაბის, აგრეთვე პლანეტარულ ნანოწისქვილში მაღალენერგეტიკული გადაფქვის შედეგად დამუშავებული დოპანტების ფხვნილებით. გადაფქვის რეჟიმის ოპტიმალური პირობების დადგენა ასევე შედის ჩემი სამეცნიერო კვლევის არეალში.

სამეცნიერო ინტერესები
  • ზეგამტარი მასალები
  • თერმოელექტრული მასალები