არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის - პროფესორი.1992 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. 1997 წელს დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და მიენიჭა დოცენტის წოდება, ხოლო 2003 წელს დისერტაცია მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, არჩეული იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მემცენარეობის კათედრის პროფესორად, აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის მემცენარეობის მიმართულების სრულ პროფესორად, სადაც მოღვაწეობდა 2011 წლამდე. სწავლება და სტაჟირება გავლილი აქვს ლეიდას უნივერსიტეტში (ესპანეთი), კრენფილდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), პორტოს კათოლიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია).
სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ჩატარებისათვის მიღებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო ,,აგრარულ დარგში" წარმატებული საქმიანობისათვის. საქართველოს პრეზიდენტის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა II და I ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიები". 2003 წელს დაჯილდოვებულია ,,ღირსების ორდენით". არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების ,,მინდვრის კულტურების" დარგობრივი ჯგუფის წევრი. 2012 წლიდან არის ტექნიკური უნივერისტეტის მოწვეული პროფესორი - ხოლო 2013 წლიდან არჩეულია პროფესორად. არის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. სოფლის მეურნეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მდივანი. ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიის, სასწავლო მეთოდური მასალებისა და სახელმძღვანელოების.მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში. სასწავლო, სალექციო კურსების და მეთოდური მითითებების შედგენაში. არის მაგისტრების და კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტების ხელმძღვანელი. მას მიჰყავს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო კურსები.
სამეცნიერო ინტერესები
ინოვაციური ტექნოლოგიები მემცენარეობაში;
კულტურულ მცენარეთა მოსავლის სამეურნეო და ბიოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება;
მინდვრის კულტურების ეკოლოგიური და ჯიშური აგროტექნოლოგიები;
მარცვლეული კულტურების ჯიშთმცოდნეობა;
კულტურულ მცენარეთა მეთესლეობა.