ირაკლი ნახუცრიშვილი

1969 წელს დავამთავრე თბილისის ვ.კომაროვის სახ. ფიზიკო-მათემატიკური საშუალო სკოლა. შემდგომ ვსწავლობდი ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე (სპეციალობა - მყარი ტანის ფიზიკა). 1975 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვ.ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლის, შემდგომ მეცნიერ თანამშრომლის და უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობებზე. 1990 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "გერმანიუმის ურთიერთქმედება ჰიდრაზინის ორთქლთან და რეაქციის პროდუქტების თვისებები". მონაწილეობა მაქვს მიღებული ადგილობრივ (რუსთაველის ფონდი) და საერთაშორისო (ISTC) საგრანტო პროექტებში.

სამეცნიერო ინტერესები
  • მეტალთა და მათ შენადნობთა აქტიურ გაზებთან ურთიერთქმედების კინეტიკის თეორიული ასპექტები
  • გრაფენისა და მისი ოქსიდის თვისებების ექსპერიმენტული კვლევა